
![]() | This is a file from the Wikimedia Commons and may be used by other projects. Information from its description page there is shown below. Commons is a freely licensed media file repository. |
Summary
Descriptionყორანთის ეკლესია.jpg | ქართული: 19. ყორანთის ციხე და წმინდა გიორგის ეკლესია მდებარეობს ქალაქ ბოლნისში, მის ჩრდილოეთ კიდეში, მთის წვერზე (კოორდ. 41.456249, 44.530281). ყორანთა ყოფილა შუა საუკუნეების სოფელი, რომელიც XIV საუკუნეში ქაჩიბაძეებს ეკუთვნოდათ. XV საუკუნის დასაწყისში ბარათა ქაჩიბაძეს სოფელი მცხეთის სვეტიცხოვლისათვის შეუწირავს. 1529 წლისათვის ყორანთა ნასოფლარია. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ყორანთის ეკლესიაში ესვენა ატოცის ჯვარი, რომელშიც ინახებოდა წმინდა გიორგის ბეჭის ძვალი. ჯვარი შემდეგ სამცხეში, სადგერის ტაძარში, მოხვედრილა (ეს უნდა მომხდარიყო XV საუკუნის ბოლოს, რადგან ამ პერიოდში სადგერში შექმნილ ოდაში უკვე იხსენიება ყორანთის წმინდა გიორგის ეკლესიის ჯვარი), მის დროს კი უკვე იმერეთში, ჩხარში, ყოფილა დასვენებული. დღეს ეს ჯვარი საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული. შესაბამისად, ყორანთის ეკლესია წმინდა გიორგის სახელობის ყოფილა. XVII საუკუნის დასაწყისში ყორანთა განუახლებია ნიკოლოზ კათალიკოსს. 1721 წლისათვის ყორანთა უკვე გაპარტახებულია. არსებობს გადმოცემა, რომ სახელი ყორანთა ფრინველ ყორნისაგან ეწოდა და წარმართულ რწმენა-წარმოდგენებს უკავშირდება. ნასოფლარის ტერიტორიაზე დღეს ბოლნისის სასაფლაოა. ყორანთის ციხე, რომელიც ტაძრის თანადროული უნდა იყოს (XIV საუკუნის პირველი ნახევარი), კლდის ქიმს მორგებული მრავალწახნაგა ნაგებობაა. გალავნის კედელში ჩართულია სხვადასხვა ზომის 13 ნახევარწრიული ბურჯი, რომელთაგან ნაწილი ყრუა და კონტრფორსებს წარმოადგენს, ნაწილი კი საბრძოლო ბურჯები უნდა ყოფილიყო. ციხეში შესასვლელი სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდეშია დატანებული, კარიბჭე ორი ბურჯითაა გამაგრებული. კარიბჭესთან და გალავნის სამხრეთი კედლის შუა ნაწილში მართკუთხა ფორმის ნაგებობები ყოფილა მიშენებული. გალავნის შუაში, ყველაზე ამაღლებულ ადგილზე, ეკლესია დგას. ტაძარი XIV საუკუნის პირველ ნახევარშია აშენებული. იგი დარბაზულია და აგებულია კლდეზე. კედლები სხვადასხვა ფერისა და ჯიშის ქვითაა ამოყვანილი. სამხრეთისა და აღმოსავლეთის ფასადები კარგად ნათალი კვადრებით იყო შეპერანგებული. ტაძარს სამხრეთის კარი და სამი ვიწრო და თაღოვანი სარკმელი აქვს. ნახევარწრიულ აფსიდს ქვის კანკელი ჰქონია. ინტერიერი ტაძრის აშენების დღიდან სრულად ყოფილა შელესილი. მონოტონური ინტერიერისაგან განსხვავებით ფასადების ერთიან სივრცეში კარგად ჯდება კარ-სარკმელთა სადა ლილვებით მოჩარჩოება. კარის პორტიკი დასრულებულია თაღით, რომელში მოქცეული ტიმპანიც სადადაა დატოვებული. ტაძარს სამხრეთიდან აქვს მოგვიანებით აშენებული ორნაწილიანი სტოა, რომლის ფასადები კარგად ნათალი კვადრებით ყოფილა შეპერანგებული. სტოის აღმოსავლეთი მხარე ნახევარწრიული აფსიდითაა დასრულებული. ეკვდერი კარიბჭისაგან გამოყოფილია კარით და განათებულია ორი სარკმლით. ციხე და ეკლესია, როგორც ჩანს, მაშინ უნდა დაზიანებულიყო, როცა სოფელი ყორანთა ნასოფლარად იქცა, ანუ XVI საუკუნის დასაწყისისათვის. ტაძარი რესტავრირებულია, მას 2006 წელს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.
| ||
Date | |||
Source | Own work | ||
Author | Nikusha1999. |
Licensing



- You are free:
- to share – to copy, distribute and transmit the work
- to remix – to adapt the work
- Under the following conditions:
- attribution – You must give appropriate credit, provide a link to the license, and indicate if changes were made. You may do so in any reasonable manner, but not in any way that suggests the licensor endorses you or your use.
- share alike – If you remix, transform, or build upon the material, you must distribute your contributions under the same or compatible license as the original.
Captions
some value
13 February 2023
File history
Click on a date/time to view the file as it appeared at that time.
Date/Time | Thumbnail | Dimensions | User | Comment | |
---|---|---|---|---|---|
current | 08:58, 10 October 2023 | ![]() | 5,472 × 3,648 (8.13 MB) | Nikusha1999. | Uploaded own work with UploadWizard |
File usage
There are no pages that use this file.
Global file usage
The following other wikis use this file:
- Usage on en.wikipedia.org
- Usage on ka.wikipedia.org
Metadata
This file contains additional information, probably added from the digital camera or scanner used to create or digitize it.
If the file has been modified from its original state, some details may not fully reflect the modified file.
Camera manufacturer | Canon |
---|---|
Camera model | Canon EOS 6D |
Author | |
Copyright holder | |
Exposure time | 1/250 sec (0.004) |
F Number | f/11 |
ISO speed rating | 100 |
Date and time of data generation | 12:49, 13 February 2023 |
Lens focal length | 20 mm |
Orientation | Normal |
Horizontal resolution | 72 dpi |
Vertical resolution | 72 dpi |
File change date and time | 12:49, 13 February 2023 |
Y and C positioning | Co-sited |
Exposure Program | Normal program |
Exif version | 2.3 |
Date and time of digitizing | 12:49, 13 February 2023 |
Meaning of each component |
|
APEX shutter speed | 8 |
APEX aperture | 7 |
APEX exposure bias | 0 |
Metering mode | Pattern |
Flash | Flash did not fire, compulsory flash suppression |
DateTime subseconds | 56 |
DateTimeOriginal subseconds | 56 |
DateTimeDigitized subseconds | 56 |
Supported Flashpix version | 1 |
Color space | sRGB |
Focal plane X resolution | 3,810.5849582173 |
Focal plane Y resolution | 3,815.89958159 |
Focal plane resolution unit | inches |
Custom image processing | Normal process |
Exposure mode | Auto exposure |
White balance | Auto white balance |
Scene capture type | Standard |
GPS tag version | 0.0.3.2 |
Rating (out of 5) | 0 |